როგორ გამოიყურება 200 კკალორია

ყველამ კარგად ვიცით, რომ სხვადასხვა პროდუქტს განსხვავებული კალორიულობა აქვს, მაგრამ წარმოგიდგენიათ სინამდვილეში როგორ გამოიყურება ეს განსხვავება?

 

ნიახური (1425 გრამი = 200 კალორია)

ბროკოლი (588 გრამი = 200 კალორია)

კოკა–კოლა (496 მლ = 200 კალორია)

ვაშლი-(385 გრამი = 200 კალორია)

ყურძენი (290 გრამი = 200 კალორია)

კვერცხი-(150 გრ = 200 კალორია)

პაკარონი-(145 გრ = 200 კალორია)

ჩიზბურგერი – (75 გრ = 200 კალორია)

კარტოფილი- (73 გრ = 200 კალორია)

სოსისი (66 გრ = 200 კალორია)

სნიკერსი-(41 გრ = 200 კალორია)

ჩიფსი-(41 გრ = 200 კალორია)

შემწვარი ბეკონი-(34 გრ = 200 კალორია)

არაქისის კარაქი (34 გრ = 200 კალორია)

კარაქი (28 გრ = 200 კალორია)

წყარო: http://dainteresdit.ge/?p=8926

Posted in Uncategorized | Leave a comment

როგორ ქმნიან ხელოვნურ კუნძულებს დუბაიში


როგორც ცნობილია, დუბაიში ( არაბეთის გაერთიანებული საამიროები) ქვიშა დიდი რაოდენობითაა. მაგრამ, უდაბნოდან აღებული ეს ქვიშა , რომელიც მოიცავს არაბეთის ნახევარკუნძულს, არ გამოდგება ხელოვნური კუძულის შექმნისათვის – ის ძალიან წვრილია და თხელი; საეჭვოა , რომ ტურისტებსაც მოეწონოთ ასეთი ქვიშა, რადგან იგი დიდხანს ვერ გაჩერდება პლაჟზე – ქარი შეუცვლის ადგილს და წაიღებს ასეთ წვრილ ქვიშას ერთი ადგილიდან -მეორეზე; ამიტომ, კუნძულის მშენებლობისათვის ქვიშა მოაქვთ სპარსეთის ყურის სანაპიროდან.


ჰოლანდიურმა კომპანიამ შექმნა სპეციალური ხომალდი, რომელიც გიგანტური შლანგის გამოყენებით , სპარსეთის ყურის სანაპიროდან , ქვიშას ტუმბავს თავის ტრიუმებში. ამის შემდეგ, ქვიშა მიეწოდება დუბაის სანაპიროს და მისგან ქმნიან კუნძულებს…

ტალღებმა რომ არ გადარეცხონ ქვიშის ბორცვები, მათ ღობავენ სპეციალური „ბარიერის რიფებით“
ჯებირების მშენებლობისათვის, თავდაპირველად ყრიან ქვიშას , შემდეგ აყრიან ხრეშს და საშუალო ზომის ქვებს . ასეთი კონსტრუქცია უძლებს 4-6 მეტრიანი სიმაღლის ტალღებს;
ნახეთ ფოტო-სურათები:

Posted in Uncategorized | Leave a comment

JUDO

Posted in Uncategorized | Leave a comment

ძიუდო

Image

ძიუდო (იაპ.: 柔道, ძიუ „რბილი“, დო „გზა“) — ფილოსოფია, სპორტი და საბრძოლო ხელოვნება, დაბადებული იაპონიაში, ამჟამად გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ძიუდოს საფუძვლად უდევს ჯიუ-ჯიცუ. ვარჯიშებისა და შეჯიბრებათა წაყვანის ძირითადი წესები და პრინციპები ჩამოაყალიბა ძიგორო კანომ. ძიუდოს დაბადების თარიღად ითვლება კანოს მიერ პირველი სკოლის დაფუძნების დღე 1882 წელს. არის სპორტის ოლიმპიური სახეობა.

ძიუდოს საფუძვლად ორი ძირითადი ფილოსოფიური პრინციპი უდევს:

  • ურთიერთდახმარება და ურთიერთგაგება უდიდესი პროგრესის მისაღწევად;
  • სხეულისა და სულის ოპტიმალური გამოყენება.

ძიუდოს სტილის სამი მთავარი ელემენტია: კატა, რანდორი (თავისუფალი ილეთი), შიაი (შეჯიბრი). ძიუდოისტთა ორთაბრძოლები იმართება კვადრატულ ფარდაგზე (ტატამი) ზომებით 8×8 ან 10×10 მ.

 

ImageImage

 

Posted in Uncategorized | Leave a comment